ეს რა ავი დილა გაგვითენდაო

“ყველას” ყოველთვის გვქონდა დაახლოებითი წარმოდგენა თუ რა სიტუაციაა ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ ეს ისე თეორიის დონეზე, პირადად არ გვეხებოდა არ გვეშინოდა. დღეს მე თავს დამცირებულად ვგრძნობ. მე დღეს იმ სირცხვილის ნაწილი ვარ რომელიც ქართველ ხალხს არ ეპატიება. მე დღეს იმ დანაშაულის მოწმე ვარ რაც ასეთი შემზარავი და შემაძრწუნებელია. რატომ შავი? იმიტომ რომ დღეს ზიზღი და ბოღმა მახრჩობს, და სიშავის ასე ადვილად წაშლა არამგონია ვინმემ შეძლოს. ბავშვი აღარ ვარ და ვიცი რა არის კარგი, რა – ცუდი. ბავშვი აღარ ვარ და ვხვდები ტყუილს და მართალს. ისიც კარგად ვიცი რომ სადიზმი, ბოროტება, არაადამიანობა დაუშვებელია. Continue reading

Advertisements

* * *

ეს არის პოსტი, რომელიც ვალიდა ფანცულაიამ დაწერა ჩვენი კლასის (class of 2012)  facebook გვერდზე. ვფიქრობ, რომ ეს პოსტი კარგად გამოხატავს იმას თუ რას ვგრძნობთ თითოეული ამერიკულის კურსდამთავრებული, რომელიც საზღვარგარეთ  ვართ წასული და ვერ ვახერხებთ ასეთ დროს ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით ყოფნას. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გამეზიარებინა ეს პოსტი თქვენთვისაც.
————————————————————————————————-

რა გითხრათ, რით დაგეხმაროთ. აქედან ნათქვამი სიტყვა იმას გავს, წრუწუნა რომ სოროდან აქეზებს მეგობარს, წადი კატას შეუტიეო. თუმცა წრუწუნის პოზიცია არ ამირCევია; უბრალოდ აქედან სიტყვის გარდა სხვანაირად ვერ გწვდებით. Continue reading