* * *

ეს არის პოსტი, რომელიც ვალიდა ფანცულაიამ დაწერა ჩვენი კლასის (class of 2012)  facebook გვერდზე. ვფიქრობ, რომ ეს პოსტი კარგად გამოხატავს იმას თუ რას ვგრძნობთ თითოეული ამერიკულის კურსდამთავრებული, რომელიც საზღვარგარეთ  ვართ წასული და ვერ ვახერხებთ ასეთ დროს ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით ყოფნას. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გამეზიარებინა ეს პოსტი თქვენთვისაც.
————————————————————————————————-

რა გითხრათ, რით დაგეხმაროთ. აქედან ნათქვამი სიტყვა იმას გავს, წრუწუნა რომ სოროდან აქეზებს მეგობარს, წადი კატას შეუტიეო. თუმცა წრუწუნის პოზიცია არ ამირCევია; უბრალოდ აქედან სიტყვის გარდა სხვანაირად ვერ გწვდებით.
მთელი დღეა ვკითხულობ თქვენ დაწერილ პოსტებს და სულ ვიწყებ კომენტარის წერას, მაგრამ არაფრით არ გამომდის იმის ზუსტად გამოხატვა, რისი რისი თქმაც და აღნიშვნაც მინდა.
მეამაყებით თითოეული რომელიც იმ საზარელი ვიდეოების ნახვის მერე ღამით ადექით და თქვენი აღშფოთება დააფიქსირეთ. და ყოველ წამს ჩემ თავს ვუსვამ კითხვას: ნეტა მეც იგივის გამკეთებელი ვარ თუ არა…
ძნელია შორს ყოფნა, განსაკუთრებით ძნელია როცა შენ საყვარელ ადგილას ხალხი იჩაგრება, ხალხს უჭირს, ხალხი თავის აზრს გამოხატავს და და შენ ფიზიკურად იქ დგომის მაგივრად ინტერნეტში უნდა ეძებო სანდო წყაროები რომ გაიგო რა ხდება.. და ხალხი იქ არის და ამასობაში მე ვცხოვორბ პსევდო-დემოკრატიის ზე-გამოხატულებაში სადაც მოხვედრა ნახევარ დედამიწას ოცნებად აქვს.. აქ ვერ აუხსნი ადამიანს შენ გულისტკივილს, იმითომ რომ იგივეს იმ წამს მხოლოდ ქართველი შეიძლება განიცდიდეს. არა იმითომ რომ სხვა ხალხს სადარდებელი არ აქვს, უბრალოდ მათ პირადად შენი სადარდებელი უეცხოებათ, თორემ აქაც რა გამოლევს ჩაფიქრებულ ინდოელებს, შეჭმუხნულ-წარბიან აფრიკელებსა და შეწუხებულ მექსიკელებს.
მინდა იქ ვიყო, იქ რამის გაკეთება შევძლო და მერე ვფიქრობ რომ აქ უნდა ვიყო რომ მომავალში უფრო მეტი რამის გაკეთება შევძლო. არ ვიცი სინდისის მიჩქმალვა მინდა აქ დარჩენის გამართლებით თუ მართლა ასეა საჭირო, თუმცა ვეცდები აქ ყოფნა ბოლომდე ჩვენთვის საერთო კარგ საქმეებს მოვახმარო.
ერთს ვისურვებდი: რომ ეს მუხტი ბოლომდე გვეტარებინოს, საქართველოს სიყვარული დედამიწის მიწურულშიც გვეტარებინოს და ვიცოდეთ ერთი რამ, სწორედ ახლობელ ადამიანს სჭირდება ახლობელი ადამიანის კრიტიკა, თორემ უცხო ადამიანის აზრი ტუალეტის კარზე მიიკარი თუ გინდა. ილია მახსენდება და მისი მუდმივად კრიტიკული შეფასებები. კრიტიკა საღი აზროვნების ნიშანია და სწორედ ეს დაგვეხმარება უკეთესი მომავლის შქმნაში. მიხარია რომ ასეთი რეაქცია მოყვა ამ ყველაფერს, მიხარია რომ ყველა ერთ საქმეს -საქართველოზე ფიქრს ვემსახურებით, რადგან ეს იმაზე მეტყველებს რომ ჩვენ ვაზროვნებთ, და რაც რაც უფრო მნიშვნელოვანია, გვიყვარს სამშობლო..
პირველად გამოვდივარ ამხელა სიტყვით და იმედია ყალბად და ხელოვნურად დაწერილად არ აღიქვამთ.
აქ ამას ვერ გაიგებენ და რომ გაიგონ გულთან ახლოს ვერ მიიტანენ და თქვენ გარდა ვის გავუზიარო არ ვიცი.
ძალიან მინდა დეკემბრის რეუნიონი ერთად ყოფნასა და მომავალზე ფიქრს დავუთმოთ.
ბოდიში ამხელა ნაწეისთვის და ასეთი გაურკვეველი სტილისთვის. , უბრალოდ მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა.

მიყვარხართ და მენატრებით

ვალიდა ფანცულაია

Advertisements

One comment on “* * *

  1. ყოჩაღ ვაკო, მაგარი ხარ :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s