ეს რა ავი დილა გაგვითენდაო

“ყველას” ყოველთვის გვქონდა დაახლოებითი წარმოდგენა თუ რა სიტუაციაა ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ ეს ისე თეორიის დონეზე, პირადად არ გვეხებოდა არ გვეშინოდა. დღეს მე თავს დამცირებულად ვგრძნობ. მე დღეს იმ სირცხვილის ნაწილი ვარ რომელიც ქართველ ხალხს არ ეპატიება. მე დღეს იმ დანაშაულის მოწმე ვარ რაც ასეთი შემზარავი და შემაძრწუნებელია. რატომ შავი? იმიტომ რომ დღეს ზიზღი და ბოღმა მახრჩობს, და სიშავის ასე ადვილად წაშლა არამგონია ვინმემ შეძლოს. ბავშვი აღარ ვარ და ვიცი რა არის კარგი, რა – ცუდი. ბავშვი აღარ ვარ და ვხვდები ტყუილს და მართალს. ისიც კარგად ვიცი რომ სადიზმი, ბოროტება, არაადამიანობა დაუშვებელია.
როგორც იცით ეს საშინელი კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა BBC-ის საშუალებით. 3 დღეა შეუჩერებლად ვცდილობ ავხსნა რა ხდება ჩვენს, საქართველოს, თავს. მრცხვენია და ყველაფერს ვერც ვამბობ. ან როგორ უნდა ვთქვა ქვეყანას, სახელმწიფოს ფეხზე ვკიდივართ, გვაშინებს და გვატერორებს თქო. ზედმეტად ამაყი ვარ იმისთვის რომ ხმამაღლა ვთქვა როგორ დავკარგეთ ქართველმა ხალხმა ყველანაირი ღირსება. მაგრამ ეს ყველაფერი შიგნიდან მღრღნის და ვერასდროს მოვიშორებ. ვიდეოების გამოქვეყნებამდე რამოდენიმე საათით ადრე ფილოსოფიის ლექციაზე ვიყავი და ვარჩევდით უნივერსალურ მორალს, რომელიც 5 წლის ბავშვსაც კი კარგად აქვს გამჯდარი. მეც ვზივარ ამაყად და ვისვრი ფრაზებს როგორიცაა: “მონობა? სადღაა მონობა, ამას მხოლოდ პირტყვი თუ დაუჭერს მხარს. დღეს ყველა ხვდება და იზიარებს ერთ აზრს რაც კატეგორიული წინააღმდეგია ყველანაირი ძალადობის.” ხალხი მეთანხმება, პროფესორი თავს მიქნევს, და ამ დროს ქართველი, ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი მეუბნება: მიმიფურთხებია ყველანაირი მორალისთვის, მომავლისთვის, ადამიანობისთვის მე ვარ კაცი და ქუდიც მე მხურავსო. ვუყურებ და ოც დევკაცთან ერთად, ერთ უსუსურ დაჩოქილ ადამიანს, ქართველ ადამიანს, მიწასთან ასწორებს. ვგრძნობ რომ ფსიქიკა უკვე კარგად შემერყა, ვგრძნობ რომ თუ რამე იმედი მქონდა ისიც ნელ ნელა მერთმევა, მაგრამ მე თქვენი იმედი მაინც მაქვს. ყველას ძალიან გვიჭირს. ბევრი თქვენგანის ცრემლი ვნახე ამ დღეებში, და აღარასდროს ვისურვებდი რომ იგივე მენახოს ! მიყვარხართ და ვისურვებ ერთად გამოგვესწორებინოს ის უსამართლობა რაც ასე გვიცხარებს გულს, ასე გვტანჯავს და მოსვენებას არ გვაძლევს.

მე თქვენი იმედი მაქვს, თქვენ ჩემი გქონდეთ!
კეკე ქაიხოსროშვილი
Advertisements

One comment on “ეს რა ავი დილა გაგვითენდაო

  1. ekokaia says:

    vfiqrob ra davwero da ar vici….mrcxvenia!… mwydeba guli!…. gacofebuli var!…. vbrazob!…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s